სასტუმრო ფაინ ასტორია
სასტუმრო ფაინ ასტორია

სასტუმრო ფაინასტორია

თბილისი

ქალაქის უნიკალური ხედები, მომსახურების მაღალი ხარისხი, ქართული სტუმარმასპინძლობა და კონცეფცია ეს არის ის რაც განსაკუთრებით გამოარჩევს ფაინ ასტორიას სხვა განთავსების ობიექტებისაგან.

5 სხვადასხვა კატეგორიის 125 ნომერი, საკონფერენციო სივრცე, შეხვედრების ოთახი, ბარი, რესტორანი, დახურული საცურაო აუზი და პარკირების ზონა. სერვისების ერთობლიობა, რომელსაც ქალაქის ხმაურისგან შორს, თუმცა მისსავე შუაგულში, სასტუმრო ფაინ ასტორია ქმნის სტუმრებისათვის.

ფაინ ასტორია არის არა მხოლოდ განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობის ადგილი, არამედ შთაგონების წყარო ხელოვნების მოყვარულთათვის. ძველი ისტორიიდან გამომდინარე ინტერიერის ნაწილში ჩვენი კონცეფცია სამხატვრო აკადეემიის ხასიათს ინარჩუნებს, სასტუმროში გამოფენილია სხვადასხვა ქართველი მხატვრის ნამუშევრები, რომლის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია. კოლექცია მუდმივად განახლებადია, შესაბამისად ყველა თქვენი განმეორებითი სტუმრობისას ახალი ფერწერული ისტორია, ხასიათი და ფერები დაგხვდებათ ჩვენს საგამოფენო სივრცეში.

ფაინასტორია-ს რესტორანი სტუმრებს სთავაზობს კერძების მრავაფეროვან არჩევანს